აჭარა ინვესტი-ს მაღაზიით და ვებ-გვერდით სარგებლობის სამომხმარებლო ხელშეკრულება

%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%

შესავალი

• წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „გლობალ ენერჯი“ - (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ Adjarainvest.ge -ს ვებ-გვერდის გამოყენებას. ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც Adjarainvest.ge-ს პლატფორმა;

• პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად (მუხლი # 11);

• adjarainvest.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით adjarainvest.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას (მუხლი # 11);

• adjarainvest.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით adjarainvest.ge-ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას (მუხლი # 8 და 9);

• ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას adjarainvest.ge-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში, რათა შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს, ხოლო კომპანიამ მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება:

• მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება adjarainvest.ge-ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, პლატფორმის საშუალებით განხორციელებული გაყიდვებიდან საკომისიოს დაანგარიშება და ანაზღაურების წესი, ასევე ანგარიშის დახურვა;

• გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;

• ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს adjarainvest.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. adjarainvest.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

1.1.1. ანგარიში - ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

1.1.2. ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

1.1.3. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

1.1.4. ვებ-გვერდი - ნიშნავს adjarainvest.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

1.1.5. მომხმარებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს adjarainvest.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს კომპანიის პროდუქცია;

1.1.6. კომპანია, შპს adjarainvest.ge adjarainvest.ge, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, (რეგისტრირებული 14.07.2014წ. საიდენტიფიკაციო №405069688, იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ი. ჭავჭავაძის გამზ., №37, კორპ. 2ა, ბინა 15;

1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს adjarainvest.ge ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს;

1.1.8. მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებელს;

1.1.9. adjarainvest.ge პლატფორმა - adjarainvest.ge-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს adjarainvest.ge-ს ვებ-გვერდს;

1.1.10. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;

1.1.11. უნივერსალური იდენტიფიკატორები - adjarainvest.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს adjarainvest.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;

1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც adjarainvest.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;

1.1.13. ხელშეკრულება - მომხმარებელსა და adjarainvest.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით;

2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელირებელი ადასტურებს, რომ:

2.1 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;

2.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს adjarainvest.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.3. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელირებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული adjarainvest.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ adjarainvest.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, adjarainvest.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

2.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს adjarainvest.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.12. adjarainvest.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია adjarainvest.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

3. adjarainvest.ge-ს სრული მომსახურებით მყიდველის მიერ სარგებლობისათვის

3.1 მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე adjarainvest.ge;

3.2 რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;

3.3 რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასასრულებლად მომხმარებელირებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება adjarainvest.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და წესებსა მომსახურების პირობებს, შეცვლის/ დაბრუნების პოლიტიკას (მუხლი # 8 და 9);

3.4 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით;

3.5 ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას;

3.6 კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება ამ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება;

3.7 ონლაინ მაღაზიაზე შეძენისა და გადახდის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

4. რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

4.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი;

4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელირებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, adjarainvest.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ;

4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელირებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4.4. მომხმარებლის პირადი ნომერი - საიდენტიფიკაციო ნომერი;

4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;

4.6. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

5. ავტორიზაცია

5.1. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელირებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ვებ-გვერდის სრული შესაძლებლობების გამოყენებისთვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები);

5.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

6. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება

6.1. ავტორიზაციის ან ავტორიზაციის გარეშე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

6.2. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

6.3. მომხმარებელი სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.

6.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების (მაგ: მიწოდების) საფასური.

6.5. მომხმარებელი adjarainvest.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვიდან 48 საათის განმავლობაში.

6.6. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის უფლებით, თანდართული დაბრუნების/ შეცვლის პოლიტიკის მიხედვით (მუხლი # 8 და 9).

6.7. შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, რომელთა არჩევაც მომხმარებელს შეუძლია შესყიდვის გვერდზე.

6.8. მიწოდების პირობები შემდეგია:

6.8.1. პლასტიკური ბარათი - VISA / Master Card - ით გადახდის შემთხვევაში, საწყობიდან მიწოდება ხდება გადახდიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში.

6.8.2. ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვის მეთოდით გადახდის შემთხვევაში, მიწოდება ხდება თანხის გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ასახვიდან 24 (ოცდაოთხი) საათიდან, საიმპორტო პროდუქციის შეკვეთაზე, ყველა ცალკეულ პროდუქციაზე, მიწოდების ვადები და პირობები იხილეთ ცალკეულ შეთავაზებაში. საიმპორტო ერთეულებზე, მიწოდების ვადები იწყება 1 კალენდარული კვირიდან, ზუსტი ვადები დამოკიდებულია პროდუქციის სპეციფიკაზე, რაოდენობაზე, საწარმოო პერიოდზე და სატრანსპორტო შეთანხმებაზე.

6.8.3. მიწოდება ხორციელდება დამკვეთის მისამართზე, ინვოისში ცალკული სატრანსპორტო და კარამდე მიტანის ხარჯის დამატებით.

6.9. თბილისის მასშტაბით მიწოდების შემთხვევაში - მიწოდების ტარიფი ანგარიშდება ოფლაინ რეჟიმში, მომხმარებლის მიერ მიწოდების ქალაქის და რაიონის დადასტურების შემდეგ. თბილისის მასშტაბით მოქმედებს გადახდის ორივე მეთოდი.

6.10. რეგიონებიდან პროდუქციის შეკვეთის შემთხვევაში მოქმედებს გადახდის შემდეგი პირობა: საბანკო გადარიცხვა ინვოისით.

6.11. მიწოდება განხორციელდება თანხის გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ასახვიდან 24 (ოცდოთხი) საათის განმავლობაში.

6.12. შეკვეთების დამუშავება ხდება 10:00-დან 18:00 საათამდე. 18 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთების დამუშავება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

7. ანგარიშსწორება adjarainvest.ge-სა და მომხმარებელს შორის

7.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.

7.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.

7.3. კომპანია მომხმარებელს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.

7.4 მომხმარებელის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

7.5 მყიდველი adjarainvest.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:

• VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე adjarainvest.ge არ ხდება!

• საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ტარიფის არ არის ფასში გათვალისწინებული, მომხმარებელი უნდა დაელოდოს ახალ ინვოისს, რომელშიც მითითებული იქნება მიწოდების დაანგარიშებული ტარიფი).

8. პროდუქციის შეცვლის პირობები

8.1. პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას იმ შემთხვევაში თუ:

8.1.1 პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).

8.1.2 შეკვეთის ფორმირების დროს კომპანიამ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც მიიღეთ არასწორი მოდელი ან/და არასწორი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.

8.1.3 შეკვეთიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში გადაწყვიტეთ შეძენილი პროდუქციის გაცვლა სხვა მსგავს მოდელში. ამ დროს გთხოვთ ესტუმროთ უახლოეს ფილიალს და გააფორმოთ მისი გაცვლა სხვა პროდუქციაში.

8.1.4. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, პროდუქტის შეცვლა შესაძლებელია მყიდველის მიერ შესაძლო პროდუქტის ღირებულების 10%-მდე ანაზღაურებით.

8.2. კომპანია შპს გლობალ ენერჯი-ს მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ:

• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

• პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;

9. პროდუქციის დაბრუნების პირობები

9.1. პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას ყიდვიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ:

9.1.1 არ არის დაზიანებული პროდუქციის შეფუთვა, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო იერსახე, სამომხმარებელირებლო თვისებები, ბჟენები, ქარხნული იარლიყები და ა.შ.

9.1.2 პროდუქცია არ იყო გამოყენებული.

9.2. პროდუქციის დაბრუნების დროს აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ შესყიდვის ქვითარი, ან სხვა რაიმე დოკუმენტი რომელიც ადასტურებს გადახდას; ასევე მყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

9.3. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია შპს გლობალ ენერჯი-ს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

9.4. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა შპს გლობალ ენერჯი-ს ელ. ფოსტის მისამართზე: return@globalenergy.ge

9.5. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).

9.6. კომპანია შპს adjarainvest.ge, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელირებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

9.6.1 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);

9.6.2 100% - იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

9.6.3. 90-100%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).

9.6.4. 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.

9.6.5. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.

9.6.6. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

9.6.7. შპს გლობალ ენერჯი-ს წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით 10.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მომხმარებელირებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, აუნაზღაურებს 105 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

9.6.8. წინამდებარე პოლიტიკის 10.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

10. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი

10.1. კომპანია შპს გლობალ ენერჯი-ს მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:

• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

• პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;

10.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელირებელი.

11. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს adjarainvest.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა adjarainvest.ge-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ adjarainvest.ge-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

11.1. ვინ ვართ ჩვენ?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები adjarainvest.ge-ზე (შემდგომში „ჩვენ“ ან „ჩვენი“) ნიშნავს შპს „გლობალ ენერჯი-ს“ ს/კ: 405069688) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ adjarainvest.ge-ს („ვებგვერდი“ ან „გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

11.2. ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?

adjarainvest.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.

11.3. როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

• ჩვენ ვიყენებთ ე.წ მზა ჩანაწერებს - Cookies და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით.

• თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება

• მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;

• თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;

• საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია

11.4. ჩვენსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:

• მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვისთვის;

• ახალი პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად;

• თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;

• მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;

• საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან განვადების დამტკიცების შეტყობინებები და სხვა.

• ჩვენ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისთვის;

• ჩვენი ბრენდების, პროდუქტების და სერვისების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;

• ახალ პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტად;

• ხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებისთვის;

• თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;

• ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;

• დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;

• ჩვენი და ჩვენი მომხმარებელირებლების რისკების მართვისთვის;

• ხელშეკრულებებით და კონტრაქტებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელებისთვის;

• ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად;

• სხვა ლეგიტიმური მიზნებით.

11.5. რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?

თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. adjarainvest.ge იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:

• პერსონალური მონაცემები:

• მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით სარგებლობისას, თქვენი შეკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენ შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.

• ნებაყოფლობითი ინფორმაცია : ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ. როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი ვებ გვერდის სერვისების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად ლაივ ჩატები ვებგვერდის მხარდაჭერის გუნდთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.

• ლოგ-ინ ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია : სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით, მათ შორის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგ. თუ რა ტიპის ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემას იყენებს თქვენი მოწყობილობა, რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას, შესვლის დრო და ვებგვერდის დომენის სახელი, საიდანაც თქვენ უკავშირდებით სერვისებს და ა.შ.).

• ინფორმაცია მოწყობილობის და დაკავშირების შესახებ : თუ თქვენს მოწყობილობაში ტვირთავთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული მოწყობილობიდან, რომელსაც თქვენ იყენებთ, რისი მიზანიც უსაფრთხოების დაცვა და თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენციაა. მაგ. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გაშვებულია პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად და გამოვავლინოთ ხომ არ იყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაკავშირებული თაღლითურ ქმედებებთან (მაგ. რობოტები, მავნე პროგრამები, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.) ან შევამოწმოთ თუ რომელ კავშირს იყენებთ VPN-ს თუ Proxy-ს.

• ანალიტიკური ინფორმაცია : ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები და ა.შ. ინფორმაცია შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.

• არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია:

• ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დეიდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამგვარად დაიდენტიფიცირებული ინფორმაციის ჩვენ მიერ გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად გავუმჟღავნოთ ეს ინფორმაცია სხვებს ნებისმიერი მიზნით.

11.6. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ?

adjarainvest.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.

თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ adjarainvest.ge-ს მომხმარებელირებელი, თქვენი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.

11.7. ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?

საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ adjarainvest.ge-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:

• თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;

• სამართალდამცავ ორგანოებს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;

• მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;

• მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

• მომსახურების პროვაიდერებს - კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;

• კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.

თქვენთან დაკავშირებულ და თქვენთვის საინტერესო მომსახურებებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან, ვებგვერდებთან და აპლიკაციებთან დაკავშირებული სარეკლამო მასალების მოწოდების მიზნით (პირდაპირი მარკეტინგი), ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ვისარგებლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციით, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ თქვენი სახელით, ელექტრონული ფოსტის მისამართით ან ტელეფონის ნომრით.

11.8. ონლაინ უსაფრთხოება:

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.

11.9. გარე ბმულები

გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდებზე გამავალ ბმულებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკები და მეთოდები. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახდინეთ ბმულის წარმოდგენა გვერდზე, არ წარმოადგენს ჩვენ მიერ მოწონებას, ავტორიზაციას, სპონსორობას ან ჩვენთვის მიკუთვნებას ამ გვერდთან, მის მფლობელებთან ან პროვაიდერებთან. სხვა გვერდებზე ბმულები მოცემულია მხოლოდ თქვენი გამოცდილების გამარტივების თვალსაზრისით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა ვებგვერდების შინაარსზე, უტყუარობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და საიმედოობაზე. რისკი არსებობს ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების გამოყენებისას. ინტერნეტით ამ გვერდების გამოყენებამდე, ნდობამდე და რაიმეს შეძენამდე დარწმუნდით, რომ სრულად აცნობიერებთ ამ რისკებს.

11.10. თქვენ უფლება გაქვთ:

• მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;

• მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

• მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:

• გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

• მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;

• მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

• მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:

• სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;

• მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;

• მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;

• მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;

• ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;

• წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;

• თქვენი უფლებების შეზღუდვა:

• თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

11.11. ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში

დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.

11.12. გამოყენების პირობები

თქვენ მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.

11.13. თქვენი ვალდებულებები

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, მომსახურების მიღების მიზნით კომპანიისთვის გაცემული ნებისმიერ საკონტაქტო და /ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ აღნიშნულის შესახებ.